ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედია ცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს.
კამერების ჩანწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.
წაღებულია “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
წყარო: infoimereti