დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
“პოლიციამ სპონტანური საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები და 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭები ამოასვენა. ორი ყველაზე პატარა გოგონები დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამომძიებლებმა მასობრივ საფლავებში ოთხი ბავშვი იპოვეს. დედამ კიდევ ერთი ბიჭი საკუთარ ეზოში დამარხა.
„დადგენილია, რომ ყველა დაიღუპა რუსული დაბომბვის დროს მოხვედრილი ნამსხვრევებით“, – აცხადებენ სამინისტროში.
ავტორი