ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2022 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მესამედ პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. სექტემბრის თვეში შემოსავალმა 375,615,194 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს (+56,982,269 აშშ დოლარი).
2021 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213,752,443 (+132.1%) აშშ დოლარით.
ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი–სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.
2021 წლის იანვარი–სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8%) აშშ დოლარით.