უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთევან ხარაიძე და დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.
პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება, რომელიც 256 პირის დასანქცირებას ეხება, პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე მსგავსი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხის განხილვა.
ავტორი