„ჩემთვის აბსოლუტური იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა, მეორეა, რუსეთის შემდეგ,“ – ამ განცხადებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე „ტვიტერზე“ უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას.
ინფორმაციისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს – ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სიაში სულ 256 პირია შესული.