გურიაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში.
როგორც სოციალურ ქსელში ადგილობრივი მკვიდრი, თემურ შარაშიძე წერს, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა საუბნო გზები და ცენტრალური გზა. ჩამოწვა მეწყერი. არხმა წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა და გზაზე გადავიდა. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები. ჩაიკეტა ცენტრალური გზა.
“სტიქია ბუკიციხის ადმინისტრციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა საუბნო გზები და ცენტრალური გზა წამოსულია ზავალები”, _ წერს თემურ შარაშიძე და ფაქტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
ამ წუთისთვის ბუკისციხეში მოძრაობა აღდგენილია.