კრემლის ტელეგრამის არხებმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსი პროპაგანდისტის ოლეგ კლოკოვის ლიკვიდაცია დაადასტურეს. მისი გარდაცვალების დეტალები ცნობილი გახდა.
უკრაინული მხარის ცნობით, პროპაგანდისტი უკრაინელი ჟურნალისტებისგან მოპარული მანქანით მოძრაობდა.
კლოკოვი მუშაობდა რუსეთის “პირველ არხზე”, Москва 24 და Russia Today-ზე. ხერსონში კი “телеканал Таврия” ჩავიდა. რუსების თქმით, კლოკოვი 21 ოქტომბერს, პარასკევს ღამით, ანტონოვსკის ხიდზე HIMARS MLRS-დან სარაკეტო თავდასხმის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.
“ვადასტურებ, რომ ეს არის მოპარული მანქანა სუსპილნედან, ხერსონიდან. ოკუპაციის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, ჩვენთვის ეს სიახლე არ არის. კომპანიის საავტომობილო ობიექტებზე (ტექნიკა, მანქანები) დამონტაჟებულია ფარული GPS-ები “, – წერს სვარიჩევსკი, გამოცემა Суспільне Херсон-ის ადგილობრივი ფილიალის მენეჯერი.