https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მარაკანა” თუ „უემბლი” _ ბედნიერი ვარ, ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე“

10:51; 22.10.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროპის პირველობებსა თუ ოლიმპიურ თამაშებში რამდენჯერმე მონაწილე სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში ქართველი მოთამაშეები ხშირად ირიცხებოდნენ. არაერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი ამ ასპარეზობაში, ზოგიერთი მათგანისათვის კი ეს შეჯიბრებები დიდი გულისტკივილის მიზეზი გახდა.

დღევანდელ წერილში წარსულს გავიხსენებთ და სიტყვას ცნობილ ქართველ მოთამაშეებს გადავცემ, რომლებიც სსრკ-ის ეროვნული გუნდის რიგებში საკუთარ ასპარეზობას გაიხსენებენ.

მურთაზ ხურცილავა

„ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მითამაშია ოლიმპიადიდან დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატით დასრულებული, მაგრამ ფიფას ოქროს თასის გათამაშებას არაფერი შეედრება – უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, მხოლოდ რჩეული გუნდები და მოთამაშეები ასპარეზობენ, სტადიონები პირთამდე სავსეა, განწყობა – ენითაუწერელია! მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე გამარჯვებაა, ტურნირის მოგებაზე ხომ არაფერს ვამბობ!

1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის სამშობლომ – ინგლისმა უმასპინძლა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინ აჩვენა, არადა, მეტის მიღწევა შეგვეძლო. იცით, გავედით თუ არა ნახევარფინალში, ბევრმა ჩათვალა, რომ „ამოცანა შესრულებულია” და მომდევნო შეხვედრებში ვალის მოხდის მიზნით გავიდა მინდორზე. ამას რაც მოჰყვა, კარგად იცით.

მესამე ადგილისთვის პორტუგალიელებს შევხვდით. მატჩის წინ სიზმარში ვნახე – თითქოს საჯარიმოში ხელით ვითამაშე. ამის შესახებ ჟორა სიჭინავას დილითვე ვუამბე, მან კი მეგრულად მითხრა – ღმერთი არ გაგიწყრეს, ასეთ რამეზე ფიქრს მოეშვიო… მწვრთნელებისგან ვიცოდი, რომ ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, მაგრამ შუადღით გამომიცხადეს, ტორესი უნდა აიყვანოო. ის ლამის ორმეტრიანი თავდამსხმელი იყო, ჩემზე გაცილებით მაღალი… ერთ მომენტში ავუხტი და სწორედ მაშინ ამიხდა სიზმარი – ბურთი ხელზე მომხვდა. თამაშის შემდეგ ჩემთვის არავის უსაყვედურია, მაგრამ ეს ჩემთვის ვერაფერი ნუგეში იყო.

ჩემი აზრით სსრკ-ს ნაკრები ყველაზე ძლიერი 1967-1968 წლებში იყო – მაშინდელი რეიტინგით ევროპის ნომერ პირველი გუნდი ვიყავით! იმ წლებში ჩვენი მომგები არავინ იყო ბობი ჩარლტონის და გორდონ ბენქსის ინგლისით დაწყებული და ჯანი რივერას და სანდრო მაცოლას იტალიით დასრულებული. მაგრამ მაშინდელი სისტემის უბედურებაც ის იყო, რომ როგორც კი რამე კარგი გაკეთებოდა ან შეიქმნებოდა, უმალ მის ნგრევას იწყებდნენ. ის გუნდიც საკავშირო ფედერაციის მესვეურებმა ფაქტიურად, ძალით დაშალეს – ვალერი ვორონინი, ედუარდ სტრელცოვი და იოზეფ საბო ერთიმეორეზე სულელური ბრალდებით გარიცხეს გუნდიდან.

მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ბულგარეთში ვემზადებოდით – კუნთი სწორედ იქ გამიწყდა. ვიფიქრე, ეს ტურნირი უჩემოდ ჩაივლის-მეთქი, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც ჩამრთეს გუნდში. იმ ნაკრებში ჩემთან ერთად იყვნენ რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი. ურიგო შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავდა, მაგრამ ურუგვაისთან კურიოზული გოლი გავუშვით და ნაადრევად დავბრუნდით შინ.

ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შევხვდით. ჩავედით ბელფასტში და საითაც არ გაიხედავდი, ყველგან ჯორჯ ბესტის ფოტო გხვდებოდა თვალში. კი, მას მაშინ კარიერის პიკი გადავლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ფანების კერპი იყო – სარეკლამო ფირნიშებიდან, გაზეთებიდან, მაღაზიის ვიტრინებიდან, ძეხვეულიდანაც კი ჯორჯ ბესტი გიღიმოდა! იქაური ახალგაზრდობა გიჟდებოდა მასზე, აღმერთებდნენ! ჩვენს წინააღმდეგ კი ითამაშა, მაგრამ რეზო ძოძუაშვილმა შავი დღე აყარა – გასაქანი არ მისცა. თუ არ ვცდები, თამაშის მერე ბესტმა რეზოს მაისურიც გაუცვალა.

ევრო 72-ის ფინალში ჩვენ გასვლას არავინ ელოდა. მაშინ ნაკრები გადახალისების პროცესში იყო, ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ოთხნი დავრჩით: მე, რეზო ძოძუაშვილი, ევგენი რუდაკოვი და ვლადიმირ კაპლიჩნი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ახლები, მაგალითად ედუარდ კოზინკევიჩი, ანატოლი ბაიდაჩნი და ოლეგ დოლმატოვი ნამდვილად ჩამოუვარდებოდნენ წინამორბედებს. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით მეორე ადგილის დაკავება. ფინალში უშანსოდ ვიყავით. ისე, ის გერმანიის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდადაა აღიარებული.

ფინალი 0:3 წავაგეთ – ლეგენდარულმა გერდ მიულერმა ორი გოლი გაგვიტანა. ერთი წლის შემდეგ, მოსკოვში, ლევ იაშინის გამოსათხოვარი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიულერმაც ითამაშა. მატჩის წინ მას იაშინისთვის უთქვამს, დიდი ბოდიში, მაგრამ თამაშის სტატუსის მიუხედავად, გოლი უნდა გაგიტანოთ, რადგან, ჯერ თქვენთვის გოლი არ შემიგდიაო. უცბად იაშინი მეძახის და მეუბნება: „მურზიკ, გეხვეწები, ყველანაირად ეცადე, რომ მიულერმა გოლი არ გამიტანოს”. იმ შეხვედრაში პერსონალურად ვითამაშე ამ მართლაც დიდებული ფორვარდის წინააღმდეგ და არ გავატანინე!“

რეზო ძოძუაშვილი

„საუკეთესო მატჩი? ბევრგან დაწერილა, ხშირად მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ – 1969 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ჩავატარე, ისაა საუკეთესო. ჯორჯ ბესტი იყო იმ შეხვედრაში ჩემი მეტოქე, მას კი ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება – ლეგენდარული მოთამაშე იყო! სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ჩემი გამწესება ბელფასტში გამგზავრების წინა დღეს გადაწყდა. მაშინ გავრილ კაჩალინი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დამიბარა და მითხრა, ასე და ასე ვიფიქრეთ და აბა, შენ იციო. იქვე გამაფრთხილა – თუ ამოცანას თავს ვერ გაართმევ, ნაკრების მაისურს ვეღარ ეღირსებიო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩზე კი, მოსკოვში რომ იყო დანიშნული, ბესტი აღარ ჩამოვიდა. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. მეორე გოლი, თუ სწორად მახსოვს, გივი ნოდიამ გაიტანა.

ბესტის გარდა კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია: იუგოსლავიელ დრაგან ჯაიჩს ვგულისხმობ. ის 60-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ! თუმცა ალალად ვიტყვი: პირადად მე ბესტსაც და ჯაიჩსაც სლავა მეტრეველი და მიშა მესხი მირჩევნია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არც ბესტი და არც ჯაიჩი არ იყვნენ მეტრეველზე და მესხზე დიდი ფეხბურთელები! სხვა საქმეა, რომ ისინი ევროპაში თამაშობდნენ, ჩვენები კი საზღვრებჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.

1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონის” გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი… სტადიონის გახსნის მატჩში ჩემს წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!

ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით? იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მესვება…

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი თამაში არ დამიგროვდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვები მჯობნიდნენ. იცით როგორ იყო? მაგალითად, დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი და ნაკრებში თავის 15-16 კაცი მიჰყავდა. თუ ვალერი ლობანოვსკი მივიდოდა, უკვე კიევის „დინამო” ხდებოდა საბაზო გუნდი… ესაა ყველაფრის მიზეზი. ესპანეთი-1982 ხომ გახსოვთ? ბესკოვმა და ლობანოვსკიმ დათო ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს, სამაგიეროდ, თან იახლეს ფეხმოტეხილი ლეონიდ ბურიაკი. ასეთ მიდგომას რა შედეგი უნდა მოეტანა?“

სერგო კოტრიკაძე

„1962 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, ნაკრების პირველი მეკარე ლევ იაშინი კი პირიქით, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი მამხნევებდა, თუ ასე გააგრძელე, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეკარე იქნებიო. მწვრთნელებმა ჩილეში კი წამიყვანეს, მაგრამ იქ მაინც იაშინს ანდეს კარი. ჯგუფურ ტურნირში მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ამიტომ, მეოთხედფინალის წინ კაჩალინმა მითხრა, მოემზადე, შენი დრო მოვიდაო. ფრთები შემესხა, მაგრამ რად გინდა? კარში კვლავ იაშინი ჩადგა და სწორედ მისი შეცდომის გამო გამოვეთხოვეთ შეჯიბრებას. წლის ბოლოს ჟურნალმა „ოგონიოკმა”, რომელიც ქვეყნის საუკეთესო მეკარეს ავლენდა, მთავარი პრიზი მე გადმომცა – ეს ერთგვარი ნუგეში იყო.

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატამდე კარგა ხნით ადრე გავემგზავრეთ – აკლიმატიზაცია უნდა გაგვევლო. ერთ-ერთი ტესტ-მატჩი კურასაოში ჩავატარეთ ადგილობრივ ნაკრებთან თუ კლუბების ნაკრებთან, ეხლა ზუსტად არ მახსენდება… კაჩალინმა კარის ნაცვლად ნახევარდაცვაში დამაყენა და ერთი გოლი გენადი გუსაროვმა ჩემი პასით შეაგდო. მეორე ტაიმში კარში ჩავდექი – დაშავებული მასლაჩენკო შევცვალე და რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მოვიგერიე. მეორე დღეს ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი წერდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, ფეხბურთელები ერთდროულად ჩინებული მეკარეებიც არიან და თავდამსხმელებიცო“.

ვლადიმერ გუცაევი

„ნაკრებში ყველაზე კარგი სიტუაცია, ვფიქრობ, ნიკიტა სიმონიანის დროს იყო: მართლა საუკეთესოებს იწვევდა. სწორედ იმ წლებში იყო ყველაზე მეტი თბილისელი ნაკრებში: ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, მე… მგონი, სიმონიანის დროს ითამაშეს მანუჩარ მაჩაიძემ, ვახტანგ ქორიძემ და ნოდარ ხიზანიშვილმაც“.

თენგიზ სულაქველიძე

„1980 წელს პირველად ვითამაშე ლეგენდარულ „მარაკანაზე”. ეს ჩემთვის გაუხუნარი მოგონებაა! როგორია, მატჩამდე სამი საათით ადრე სტადიონი რომ ივსება?! გადაჭედილ არენებზე მანამდეც მითამაშია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი „დინამო” სულ სავსე ტრიბუნების წინ არ თამაშობდა?! მაგრამ „მარაკანა” სხვა განზომილება იყო, თან მეტოქესაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ტელე სანტანას ბრაზილია ძალიან ლამაზი და ძლიერი გუნდი იყო! სოკრატესი, ზიკო, ედერი, ჟუნიორი, ფალკაო… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოთელვაზე რომ გავედით მინდორზე, 130 ათასი კაცი გუგუნებდა! მე და საშა ჩივაძე მონუსხულები ვუყურებდით ტრიბუნებს, პირველ ტაიმში კი მთელი ნაკრები წესიერ პასს ვერ ვაკეთებდით… თავიდან ბრაზილიამ გაიტანა და ვიფიქრე, „გადაგვივლიან”-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ, მერე, ზიკომ რომ პენალტი ვერ გაიტანა, ცოტა გავთამამდით და საბოლოოდ 2:1 გავიმარჯვეთ! დიდებული საღამო იყო!

„მარაკანა” თუ „უემბლი”? ალბათ ბედნიერი ვარ ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე. ჩემთვის „მარაკანა” უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორ გითხრათ, ტევადობას რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო აურა ბრაზილიაში უფრო იგრძნობოდა – ფეხბურთი ბრაზილიაში ნამდვილი რელიგიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისელებს ნაკლებად უყვართ თამაში. „უემბლი” მხოლოდ ერთი რამით სჯობდა „მარაკანას” – ეს მინდვრის საფარია.

1982 წელს პირველად და უკანასკნელად ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში რომ მოვხვდი, დღეებს ვითვლიდი ტურნირის დაწყებამდე! მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ საბჭოთა კავშირის ის ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო და მწვრთნელებს ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანიც რომ წაეყვანათ ესპანეთში, საერთოდ ზღაპრული შემადგენლობა გვეყოლებოდა! თუმცა რაც იყო იყო, ერთი იმაზე მწყდება გული, რომ მეტი ვერ შევძელით. არადა, შანსი ნაღდად გვქონდა.

იმ ჩემპიონატისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. ორჯერ ვიყავით ესპანეთში შეკრებაზე: ზამთარში და მერე გაზაფხულზე. დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც გვავარჯიშებდნენ, შუაში კი კომერციულ მატჩებს ვატარებდით ადგილობრივ კლუბებთან. არასწორად დაგეგმილმა შეკრებებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო – ბევრი მოთამაშე ჩემპიონატამდე „გადაიწვა”.

ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელის ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე „მადანაშაულებდა”. მას პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო „დამსაჯა” – გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი…

ვალერი ლობანოვსკის ძალიან მადლიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ის მსოფლიო დონის მწვრთნელი იყო. დამსახურებას არავის უკარგავდა. თუნდაც ჩემი შემთხვევა გავიხსენოთ – ლამის ფეხბურთიდან ვაპირებდი წასვლას, მან კი დაინახა, რომ კარგად ვთამაშობდი, ძველებურად ბოლომდე ვიხარჯებოდი და 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა, სადაც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. ხომ გითხარით, მწვრთნელების მხრივ თითქმის ყოველთვის მიმართლებდა-მეთქი“.

ალექსანდრე ჩივაძე

„საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1979 წლის მიწურულს მოვხვდი. ჩემი პირველი დიდი ტურნირი 1980 წელს მოსკოვში გამართული ოლიმპიური თამაშები იყო. იქ თენგიზ სულაქველიძესთან და რეზო ჩელებაძესთან ერთად ვითამაშე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. მაშინ ჩვენგან ყველა ოქროს ელოდა, მაგრამ ნახევარფინალში მაშინდელ გდრ-ის ნაკრებთან დავმარცხდით.

1981 წელს არგენტინაში მასპინძელთა ნაკრებს ამხანაგურად ვეთამაშეთ. სწორედ იმ შეხვედრაში გავუცვალე მაისური დიეგო მარადონას. მერე ეს ძვირფასი სუვენირი კაფე „მსოფლიო სპორტს” ვუსახსოვრე. არგენტინასთან იმ მატჩში ჩემს გარდა კიდევ ხუთმა დინამოელმა ითამაშა: თენგიზ სულაქველიძემ, რამაზ შენგელიამ, ნოდარ ხიზანიშვილმა, ვიტალი დარასელიამ და დავით ყიფიანმა.

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის წინ საბჭოთა კავშირის ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში ჩვენ მართლა შეგვეძლო ესპანეთში წარმატებით გამოსვლა, მაგრამ როცა სამი მწვრთნელი დაგვინიშნეს, მივხვდი, რომ საფეხბურთო კავშირში სხვანაირად ფიქრობდნენ. ახალკაცის, ბესკოვის და ლობანოვსკის ერთად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო და ეს ესპანეთში ნათლად გამოჩნდა: ბესკოვი სხვანაირად გვავარჯიშებდა, ლობანოვსკი სულ სხვას ითხოვდა ჩვენგან… მოკლედ, სამწვრთნელო შტაბში დიდი არეულობა იყო.

ესპანეთში პირველივე შეხვედრაში ბრაზილიას ვეთამაშეთ. მანამდე შვედებთან ამხანაგურ მატჩში კუნთი დამეჭიმა, სრული დატვირთვით მხოლოდ ბრაზილიასთან თამაშის წინ ვივარჯიშე. კარგად დავიწყეთ, ვიგებდით კიდეც… მერე მსაჯმა რამაზ შენგელიას გოლი არ ჩაუთვალა და პენალტიც არ მოგვცა, სულ ბოლოს კი სოკრატესის და ედერის ზღაპრული გოლები იყო… მოკლედ, წავაგეთ – 1:2.

შოტლანდიასთან მე და რამაზ შენგელიამ გავიტანეთ გოლები. ხომ გახსოვთ, მეტოქემ პირველი ბურთი ჩემი უხეში შეცდომის შემდეგ შეაგდო. რომ წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მეუღლეს, მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, მივხვდი, რომ მომხდარი თავადვე უნდა გამომესწორებინა. შევედით გასახდელში და კაციშვილი ხმას არ იღებს, ვგრძნობ, რომ როგორც კაპიტანმა, რაღაც უნდა ვთქვა და დავიწყე: ბიჭებო, ასე საზიზღრად არასდროს მითამაშია, მაგრამ რადგან წინ მეორე ტაიმია, მენდეთ, ეს ჩემი თამაში იქნება და გეხვეწებით, ამყევით-მეთქი! ხმა არავის ამოუღია, ძალიან აღგზნებული ვიყავი… საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად წარიმართა“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე გორდელაძეს მორიგი წარმატება

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„არწივებს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026

გურიაში გამოიდარა: „ზღვისპირა კურორტის დაისი და აისი დილის პოზიტივად“ 

ქართველები, რუსები და ფუნქციონერები

ყველა სიახლე

საზოგადოება

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

12:30; 24.09.2026
საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დაიწყო

12:08; 24.09.2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

10:36; 24.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

10:30; 24.09.2026
სამართალი

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:24; 24.09.2026
საზოგადოება

ხრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ჯაბუა გარდაიცვალა

10:21; 24.09.2026
საზოგადოება

სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:05; 24.09.2026
საზოგადოება

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღების თაობაზე

10:03; 24.09.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა

9:57; 24.09.2026
პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო