ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
აფეთქება დღეს მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია.
ქუჩაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთმა პირმა მეორეს ესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.