თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს „ფეისბუკის” პირად გვერდზე მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი გამოეხმაურა. ის წერს, რომ ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას.
radiotavisupleba.ge აცხადებს ნელი დოროყაშვილი.
ის მადლობას უხდის მათ, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნავს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
„მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობობით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?!
მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად თვალყურს ადევნებდა პროცესებს გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშემატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადია. მიყვარხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას“, – ნათქვამია დოროყაშვილის პოსტში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.
წყარო: radiotavisupleba.ge