ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი, კარლოტა ელენა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და “ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს.
“როგორც ქალისთვის, ჩემთვის მტკივნეულია იმის ნახვა, რაც პარასკევს გაუკეთეს იმ ქალებს, რომლებმაც რეალურად გადაიტანეს ის, რაც ვიღაცამ ვითომ განიცადა.
ვწუხვარ ყველა იმ ქალების გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სასამართლოს შედეგით, იმ ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ.
ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება.
თუ შენ მოყვები ნამდვილ ამბავს, შენ მოგისმენენ, შენსას გაიგებენ“, – წერს კარლოტა ელენა.