ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე, საგრძნობლად დაიკლო ზეთის ფასმა, რაც ხალხს ძალიან უხარია.
ახლა ოზურგეთში ერთი ლიტრი ხარისხიანი ზეთი 5 ან 5,50 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კი 8,50 -9 -10 ლარი ღირდა.
_ზეთის ფასმა დაიკლო. თითქმის, განახევრდა და კიდევ ველოდებით კლებას, _ გვითხრეს ამ დილით ოზურგეთის არაერთ სასურსათო ობიექტში.
კითხვაზე, მხოლოდ ზეთის ფასი იკლებს თუ იგივე იქნება კარაქის და მარგარინის შემთხვევაშიც, გვითხრეს, რომ ჯერ კარაქის ფასს არ დაუკლია.
_ზოგადად ცხიმის შემცველი პროდუქტის ფასი კლებულობს. მარგარინი „ONA“ 2,50 ლარი ღირდა. ახლა ორი ლარი ღირს. კიდევ დაიკლებს. ასევე კარაქიც მალე გაიაფდება. გვაქვს ასეთი ინფორმაცია,_ ამბობენ მარკეტების მფლობელები და მოლარე–ოპერატორები.
ავტორი