აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა.
წინასწარი ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
ამ წუთებში მას სამედიცინო მომსახურება ერთ- ერთ კლინიკაში უტარდება.
წყარო: რუსთავი2