https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს“

11:24; 30.10.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზურაბ საკანდელიძე მოპოვებული ტიტულებით ქართველ კალათბურთელებს შორის მართლაც გამორჩეული გახლდათ: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატების ოთხგზის მომგები.

სახელოვანი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი ქართველ მოთამაშეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ზურაბ საკანდელიძე საბჭოთა კალათბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მოთამაშე იყო. ის კი არ დარბოდა, დაფრინავდა. მისი დაწევა, ბურთის გათამაშების დროსაც კი, არავის შეეძლო. მისი რეაქცია და სისწრაფე აოცებდა მეტოქეებს და მაყურებლებს. ყველაზე უკეთ ეხერხებოდა მოწინააღმდეგის გადაცემის ჩაჭრა და ბურთის ხელში ჩაგდება, რაც ჩვენს გუნდს კონტრშეტევების განსახორციელებლად მშვენიერ შესაძლებლობას უქმნიდა. ჩვენ რომ ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით, ამაში ერთ–ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ საკანდელიძემ შეასრულა“.

დღევანდელ წერილში ზურაბ საკანდელიძის ადრეული ინტერვიუებიდან ამოკრეფილ ნაწყვეტებს წარმოგიდგენთ.

„ძალიან გამიმართლა: ბატონ სულიკო თორთლაძესთან მოვხვდი, ლეგენდარულ და ბევრი კარგი კალათბურთელის აღმზრდელ მწვრთნელთან. ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ იქცეოდა. ნერვებს იმიტომ იშლიდა, რომ სურდა კარგი ადამიანები და ძლიერი სპორტსმენები გამოვსულიყავით.

ერთხელ ზედიზედ სამი ვარჯიში გავაცდინე. ვიცოდი მისი ხასიათი, რომ ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლიდა. დიდხანს არ „მალოდინა” – შინ მოვიდა, მე არც მიკითხა, პირდაპირ მამაჩემს უთხრა, ნუ იმალება შენი ბიჭი, ხვალიდან ვარჯიშზე მოვიდეს, იცოდე, კაცი უნდა გავხადოო… მერე, როცა მართლა ვითამაშე დიდი კალათბურთი, მამა ხშირად იგონებდა ამ ამბავს. ბატონი სულიკო რომ დიდი მწვრთნელი იყო, ჩემი და მისი კიდევ ერთი მოსწავლის მიხეილ ქორქიას ოლიმპიური ჩემპიონობაც ადასტურებს. ან კოლია დერიუგინი? მისი აღმოჩენილია! იგივე გელა დარსაძე და ზურაბ გრძელიძე…

პირველ წარმატებას ქუთაისის ნაკრების შემადგენლობაში მივაღწიე. გუნდს, ცხადია, სულიკო თორთლაძე წვრთნიდა, ჩვენ კი საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადა მოვიგეთ. ზურა მხეიძე, იურა სანიკიძე, ზაურ ტყეშელაშვილი, ოლეგ ჩიგოგიძე – აი, ამ და კიდევ ბევრ კარგ ბიჭთან ერთად გავიმარჯვე. მერე მათთან ერთად სხვა შეჯიბრებებიც მოვიგე. კარგი გუნდი გვყავდა…

15 წლისა თბილისის „დინამოში” ვვარჯიშობდი, პარალელურად კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. დინამოელებთან ერთად ყოფნა ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო – ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობდი. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ღმერთისგან ბოძებული შანსი იყო და ამ შანსს გამოყენება უნდოდა, თან, იღბალსაც არ უნდა ეღალატა. ყველამ კარგად იცოდა, რომ „დინამოში” მოხვედრა ყველა პატარა ბიჭის ოცნება იყო… რამდენი იმედისმომცემი ახალგაზრდა გაბრუნდა გაწბილებული? მე ძალიან გამიმართლა!

1962 წელს „დინამომ” ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელი მერქვა, ჩემპიონთა თასის მფლობელი ვერ გავხდი. უკანა ხაზზე ჩემზე ბევრად გამოცდილი კალათბურთელები თამაშობდნენ: კილაძე, ინწკირველი, ალთაბაევი და ამის გამო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. ჩვენი მწვრთნელი ოთარ ქორქია გამოცდილებს დაეყრდნო და ეს გასაგები იყო. ისე, „დინამომ” მართლა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, სადღეისოდ წარმოუდგენელს! როგორია ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალთან” გამარჯვება? ეს ფანტასტიკა იყო!

1965 წელს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურეთ, სხვადასხვა ქალაქების ნაკრებ გუნდებს ვხვდებოდით, ოღონდ მოყვარულ კალათბურთელებს. პროფესიონალები იმ დროს ისვენებდნენ. ერთხელ ჰოლივუდში ბანკეტი გაგვიმართეს. სწორედ იქ შემხვდნენ ერთ–ერთი პროფესიული კლუბის წარმომადგენლები. თურმე ტურნეს დროს მაკვირდებოდნენ და მოვეწონე. კონტრაქტიც შემომთავაზეს. ხვდებით ალბათ როგორ დასრულდა ის შეხვედრა. 19 წლის ვიყავი, არც ოჯახი მყავდა, მაგრამ მაინც გამორიცხული იყო იქ დარჩენა და თამაში. ისეთი დრო იყო, ჩემი გაპარვის შემთხვევაში ოჯახს გააწამებდნენ…

1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადის წინ, საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატებისგან შეიკრა გუნდი, რომელმაც იმ წლის საკავშირო ჩემპიონატში უკონკურსოდ ითამაშა. იმ გუნდში ვიყავი მეც და ზუსტად ამიტომ ვერ გავხდი ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი, რომელიც ჩემმა „დინამომ” მოიგო. ნაკრების კანდიდატთა გუნდის ერთადერთი მიზანი შეთამაშება და ოლიმპიადისთვის უმაღლეს დონეზე მომზადება იყო. „დინამოს” მაშინდელ შედეგს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენი კრებული ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილე რომ ყოფილიყო, „დინამო” ჩემპიონატს ვერ მოიგებდა. მე ხომ, ფაქტიურად, „ვარსკვლავთა გუნდში” ვთამაშობდი, მარტო ცსკა–დან ჩვენთან ვალინოვი, ლიფსო, კორნეევი, სელიხოვი და ტრავინი იყვნენ, იმ დროისთვის მართლა მაგარი კალათბურთელები.

მეხიკოში მესამე ადგილზე გავედით. ნახევარფინალში იუგოსლავიას შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეგვეძლო მათთან გამარჯვება, დავმარცხდით. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი.

ყველაზე ღირსსახსოვარი მატჩი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ცხადია, მიუნხენის ოლიმპიადის ფინალი. ეს იყო ჩემი სპორტული კარიერის მწვერვალი, უფრო სწორად ჩემი და მიშა ქორქიას კარიერისა. ათჯერ რომ მოიგოს სპორტსმენმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, ერთადერთი ოლიმპიური ოქრო გადასწონის. რომ ვიხსენებ რა თამაში მოვუგეთ ამერიკელებს, თავი სიზმარში მგონია! ზღაპარი იყო!

ამერიკელებთან ურთულესი შეხვედრა გადავიტანეთ, თუმცა ამას ველოდით კიდეც. ვიცოდით, რომ ისინი ოლიმპიადის მთავარი ფავორიტები იქნებოდნენ. ფინალში საქმე ისე წავიდა, კვლავ ოქროს გარეშე უნდა დავრჩენილიყავით. წამებიღა რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, წინ იყვნენ, ქულას გვიგებდნენ. ბურთს ჩვენ ვფლობდით, სერგეი ბელოვმა ჩემსკენ გამოგზავნა ბურთი, მაგრამ ეს პასი ამერიკელმა მაკენზიმ ჩაჭრა. მე მაკენზის გავეკიდე, დავეწიე, წინ დავხვდი და შევეჯახეთ ერთმანეთს. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო დრო შემეჩერებინა, ამერიკელებს ბურთი არ შეენარჩუნებინათ და ეს შევძელი კიდეც. მოკლედ, ხავსს ვეჭიდებოდით. მაკენზიმ ჯარიმები ისროლა და თამაში ჩვენ განვაახლეთ. მოგვიანებით ჩემს აკიდებულ ჯარიმას „ოქროს ფოლი” უწოდეს და დღესაც ასე იხსენიებენ. იმ ჯარიმამ მოგვცა უმცირესი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წარმატების რეალური შანსი. სამად სამი წამი რჩებოდა შეხვედრის დასრულებამდე, კალათბურთში კი, თქვენც კარგად იცით, ეს ძალიან დიდი დროა. სასწაულის იმედად ვიყავით და წამოიდგინეთ, მოხდა კიდეც ეს სასწაული! ბურთი ჩვენ შემოვიტანეთ, ივან ედეშკომ საშა ბელოვს გადააწოდა – უზუსტესი პასი იყო, ბურთმა მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მისადგომთან მდგარ ბელოვს მიუვიდა. მანაც ზუსტად ისროლა და ორი ქულა მოგვიტანა. მეტი არც გვინდოდა – 51:50 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

ამერიკელებმა გააპროტესტეს, ბელოვმა რომ ისროლა, ძირითადი დრო ამოწურული იყოო. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის თავკაცები კარგა ხანს ბჭობდნენ, რა გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენ, მოთამაშეები და მწვრთნელები გასახდელში ვისხედით და რამდენიმე საათს ველოდით საბოლოო გადაწყვეტილებას. ყველაფერი ფიბა–ს პრეზიდენტის ჯონსის პოზიციამ გადაწყვიტა – მან დაასაბუთა, რომ ბელოვის სროლის შემდეგ გაისმა შეხვედრის დასრულების მაუწყებელი სიგნალი. შუაღამე იყო, როცა დარბაზში გვიხმეს და ოქროს მედლებით დაგვაჯილდოვეს!

მიშა ქორქიამ ის ფინალი ვერ დაასრულა – ხუთი პერსონალური შენიშვნა მიიღო და ამიტომ. მწვრთნელებმა მიშას ამერიკელი ჯონსონის გამოთიშვა დაავალეს, ძალიან ძლიერი კალათბურთელი იყო. ქორქიამ დავალება ხუთიანზე შეასრულა – მართალია თვითონ გამოეთიშა ფინალს, სამაგიეროდ, მეტოქეც სკამზე დასვა. ჯონსონის გასვლის შემდეგ შედარებით ამოვისუნთქეთ.

ოლიმპიური ჩემპიონი რომ გავხდი, დიდი სტუმრიანობა იყო ჩვენს ოჯახში. მორიგი სუფრის დროს მამამ მითხრა, რა ვიცოდი შვილო ამხელა კალათბურთელი და ოლიმპიური ჩემპიონი თუ გახდებოდი, თორემ სახლს გავყიდდი და ეზოში ოქროს კალათას ჩამოგიკიდებდიო…

კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს. ვცდილობდი ქომაგთა მეხსიერებას სწრაფ, მებრძოლ, საკუთარ თავში დარწმუნებულ სპორტსმენად შემოვრჩენოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ძველებურად ვერ ვთამაშობდი, გულშემატკივრებს ახსოვდათ ძველი „საკო” და ტაშით მაჯილდოვებდნენ. 1973 წელს ნაკრებიდან წავედი, ორ წელიწადში კი თბილისის „დინამოც” დავტოვე.

არაერთ ძლიერ მეტოქესთან მითამაშია. ყოველთვის კარგი მოთამაშეები ჰყავდა მოსკოვის ცსკა–ს, მაგრამ ყველაზე პრინციპული მეტოქეობა ლიტველ პაულაუსკასთან მქონდა. საშა და სერგეი ბელოვებსაც ვახსენებ, ღირსეულად თამაშობდნენ. უცხოელი მეტოქეებიდან სამ იუგოსლავიელს გამოვარჩევ: დანეუს, ჩოსიჩს და დალიპაგიჩს. ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ვიჭერდით.

გამორჩეულად გავიხსენებ იუგოსლავიელ კორაჩს. მართალია მის წინააღმდეგ პერსონალურად თამაში არ მიწევდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან შთამბეჭდავი კალათბურთელი იყო, ლამაზი და ეფექტური! მისით ყველაზე ძალიან მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოვიხიბლე, სასწაულებს ახდენდა!

საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილს, ვლადიმერ უგრეხელიძეს, ნიკოლოზ დერიუგინს და მიხეილ ქორქიას დავასახელებ. ჩემი თავი? არა, იყოს როგორც არის. რა, ეს გუნდი სუსტია? ყველას მოუგებდა!

სხვა სახეობებიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდი კალათბურთელობას, ქუთაისში სერგო კუტივაძის და რეზო ძოძუაშვილის მხარდამხარ ვთამაშობდი… წლების შემდეგ, როცა მე საკალათბურთო, რეზო კი საფეხბურთო „დინამოში” ვთამაშობდით, დიღმის ბაზაზე ძოძუაშვილს ერთი–ერთზე გავეჯიბრე. ძლივს მომიგო 5:4. კარგა ხანს ვეხუმრებოდი, რა სუსტი ყოფილხარ, ჯორჯ ბესტს და დრაგან ჯაიჩს როგორ იჭერდი–მეთქი…

სპორტში რაც მსურდა ყველაფერი მოვიგე. ნაკრებთან ერთად ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გავხდი… ჩვენ დროს საკავშირო ნაკრები მართლა ძალიან ძლიერი იყო და მედალს მედალზე იგებდა, მეც იმ გუნდის ძირითადის მოთამაშე ვიყავი… 1967 წელს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშიც დამასახელეს… სპორტულ კარიერაზე გული არ მწყდება – ყველაფერი იდეალური იყო!”

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ზურაბ საკანდელიძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025
სპორტი

ოზურგეთელი იური ლომაძე მსოფლიო რეიტინგების ხუთეულშია!

09:41; 21 ნოემბერი, 2025

ჰელოუვინი სამხრეთ კორეაში მსხვერპლით დასრულდა

"ეს უბედურების პიკია"- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ყველა სიახლე

სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო