ერთხელ მილანის კონსერვატორიის დირექტორთან მივიდა ახალგაზრდა და სთხოვა გამოეცადათ.
მისაღებ გამოცდაზე მან როიალზე თავისი ნაწარმოები შეასრულა. რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო პასუხი:
“კონსერვატორიაზე ფიქრს თავი დაანებეთ, უმჯობესია მოძებნეთ მასწავლებელი ქალაქის მუსიკოსებს შორის”.
ეს იყო 1832 წელს, ხოლო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მილანის კონსერვატორია ცდილობდა მიეღო საპატიო სახელი ოდესღაც მისგან უარყოფილი მუსიკოსის – ჯუზეპე ვერდისა.
ავტორი