უკრაინის თავზე გაშვებულმა ერთ- ერთმა რუსულმა რაკეტამ კურსი შეიცვალა და სავარაუდოდ, უკან დაბრუნდა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.
“რუსეთის ერთ – ერთ რაკეტას აქვს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება. მას შემდეგ, რაც ყველა არგუმენტი აწონ-დაწონა და გადაწყვიტა, რომ არ ჩაიდინოს სამხედრო დანაშაული, რაკეტამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მშობლიურ პორტში”, – თქვა მან.
კიმმა ამის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
ავტორი