ზეთის შემდეგ, ფასი დაიკლო პურის ფქვილმაც.
მაგალითად, ოზურგეთში, ახლა 25 კილოგრამიანი პურისფქვილი „გულისტანი“ და „ბარაქა“, უმაღლესი ხარისხის, 43 ლარი ღირს. ის ახლა 7-8 ლარით გაიაფდა (49-50 ლარი ღირდა).
ოზურგეთის სავაჭრო სივრცეში, ძირითადად, „გულისტანის“ და „ბარაქას“ პროდუქცია იყიდება.
_ ფასი არ აკლდება „ექსტრა“ ხარისხს. ეს არის სუპერ ხარისხი და როგორც ქარხნებში გვეუბნებიან, საშუალოდ, სამი ტონა ხორბლის ფქვილიდან, მხოლოდ 500 კილოგრამი აიღება. ამიტომ 25 კილოგრამიანი ასეთი ფქვილი, კვლავ 55 ლარი ღირს, _ გვეუბნებიან თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე საბითუმო მაღაზიებში.
იქვე აზუსტებენ, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილი არანაკლები რაოდენობით გამოიყენება ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმისთვის, მოთხოვნა მაღალია.
ავტორი