ცოტა ხნის წინ იტალიურმა მედიამ, Corriere dello Sport გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს, ქურდებმა კვარაცხელიას ავტომობილი, მინი “ქანთრიმენი” მოიპარეს.
აღნიშნულ ფაქტს, „ნაპოლის“ ფანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბოდიშს უხდიან:
“კვარა, ეს ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით”
,,ნა…ვრები, ქალაქს არცხვენენ“;
,,იუვეს ფანები იქნებოდა“;
“სხვა დროს ასეთი რამ არასდროს ხდებოდა. “ნაპოლის” ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა”;
“იმედია, მანქანას ძალიან მალე იპოვიან და ქურდები დაისჯებიან”;
“ბიჭუნავ, მთელ ნეაპოლს უყვარხარ. ეს კრიმინალები ჩვენი ხალხის ძალიან მცირე ნაწილია”;
“კვარა, ამ ამბავმა შენზე ცუდად არ იმოქმედოს. ჩვეულებრივ მიუდექი ყველაფერს”;
ქართველმა ვარსკვლავმა, პოლიციაში საჩივარი უკვე დაწერა და ვარჯიშზე ჩვეულებრივად გამოცხადდა.
ავტორი