რამდენიმე დღის წინ ქალაქ ხაშურში ჩატარდა ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2006-2007 წლებში დაბადებულთა შორის. 71კგ. წონით კატეგორიაში ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და, შესაბამისად, პირველი ადგილი დაიკავა ლანჩხუთელმა ლუკა ლომაძემ, რომლისთვის ეს ბოლო ორი კვირის მანძილზე მეორე ოქროს მედალი არის. საქმე იმაშია, რომ ლუკამ 8-9 ოქტომბერს ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზეც წარმატებით იჭიდავა, იქაც ყველა ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმში საკმაოდ ძლიერმა მოჭიდავეებმა მოიყარეს თავი, როგორც საქართველოდან, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან და სულ ოთხასამდე ჭაბუკი მონაწილეობას. ჰოდა, ასეთ კონკურენტუნარიან გარემოში ლუკა ლომაძის წარმატება ერთიორად დაფასდა.
ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებებს, ასევე, მის პირად მწვრთნელს, მამას _ გოჩა ლომაძეს, მოქმედ მწვრთნელს, მინდია შაინიძეს, აჭარის ნაკრების მწვრთნელს, უჩა შავაძეს, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მამუკა სულთანიშვილს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და ყველა გულშემატკივარს.
ავტორი