რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების გადაყვანა დაასრულა.
ახლა რუსეთის შეიარაღებული ჯარები დნეპრის მარცხენა ნაპირზე იმყოფებიან.
“დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის დროს, არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა მარჯვენა სანაპიროზე, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გადავიდა, რუსული ჯგუფის პერსონალის, იარაღის, აღჭურვილობისა და მატერიალური რესურსების დანაკარგი არ ყოფილა”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.