“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გია ბარამიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა მოამზადოს.
ბარამიძის თქმით, ამ ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არის სურვილი, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმაც.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 22 ნოემბრამდე უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების წესი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიწყება დასახელებული კანდიდატურების კამპანია.
ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს. მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთდ, ამ პოსტის დაკავებას შეეცდებიან: გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. არ არის გამორიცხული, მათს რიგებს ლევან ხაბეიშვილიც შეემატოს.