თურქეთის მთავრობა სტამბოლის ცენტრში აფეთქებას ტერაქტად განიხილავს. ამის შესახებ როგორც Anadolu წერს, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტზე, ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
ოქტაის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქუჩაში ქალმა აამოქმედა.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი.