24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის პროკურატურამ დააფიქსირა 46,432 ომის დანაშაული. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
გარდა ამისა, დოკუმენტირებულია 18 864 დანაშაული უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
PGO აღნიშნავს, რომ 627 რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოხელე – მინისტრები, კანონმდებლები, მეთაურები, სამართალდამცავები და პროპაგანდისტები – ახლა განიხილება როგორც ეჭვმიტანილები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის მთავარ გამოძიებაში.