უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონს ეწვია, სადაც უკრაინელ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ქალაქს ათავისუფლებდნენ.
„ჩვენ წინ მივიწევთ“, – უთხრა მან სამხედროებს ქალაქის მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატოსა და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.
„ძალიან მიხარია, ხალხის რეაქციებში ყველაფერი ჩანს, მათი რეაქცია არ არის დადგმული“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება უკრაინული ძალების წინსვლა მოხდეს, მან უპასუხა:
მოსკოვის მიმართულებით არა. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სხვა ქვეყნის ტერიტორიით.