მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს.
სამუშაო ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია), ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს.
გალაქტიკის MACS1149-JD1 აღმოჩენა ტელესკოპ ALMA-ს (Atacama Large Millimeter Array) გამოყენებით, მისი გამოსხივების „წითელი წანაცვლების“ საშუალებით მოხერხდა.
ორი თვის განმავლობაში მიმდინარე კვლევამ აჩვენა, რომ MACS1149-JD1 50 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავს, ხოლო მისი დიამეტრი 3000 სინათლის წელიწადია.
ავტორი