,,არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და დაუნდობელი რეალობა,“ – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი რიში სუნაკი, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკული ინციდენტს, სადაც 15 ნოემბერს რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დილით ის უკვე ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და მხარდაჭერა გამოუცხადა.
”არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და დაუნდობელი რეალობა. სანამ ეს გაგრძელდება, ის საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასაც. სანამ ეს დასრულდება, მსოფლიო ეკონომიკას დაანგრევს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა.
პირველადი ინფორმაცია, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ, Associated Press- მა გაავრცელა. მათი ცნობით, ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული ჭურვების ჰაერში ჩამოგდებას ცდილობდნენ.
ავტორი