https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველები მსოფლიოს ჩემპიონატებზე

8:39; 20.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სულ ცოტა და კატარში მორიგი მსოფლიო პირველობა დაიწყება…

დღევანდელ წერილში ქართველების სამუნდიალე ამბებს გავიხსენებთ და თხრობას შორეული 1962 წლიდან შევუდგები. მართალია საბჭოელებს მსოფლიო პირველობაზე დებიუტი 1958 წელს ჰქონდათ, მაგრამ სკანდინავიაში ძირითადად რუსებით დაკომპლექტებული გუნდი გაემგზავრა და იმ ფორმაციის ნაკრებში ჩვენი თანამემამულეებისათვის ადგილი „ვერ“ გამოიძებნა.

1962 წლის მსოფლიოს პირველობას ჩილემ უმასპინძლა. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და სერგო კოტრიკაძე ირიცხებოდნენ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან აღსანიშნავია, რომ გუნდის ძირითადი კარის დარაჯი ლევ იაშინი საშინელ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და მთელი ქვეყანა მის სათადარიგოთა სკამზე დასმას მოითხოვდა. მწვრთნელებმა მაინც ვერ გარისკეს და სერგო კოტრიკაძეს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

მომდევნო ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისმა უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებში იყვნენ მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი. მიხეილ მესხის ნაცვლად ინგლისში ჰუსაინოვი და პორკუიანი წაიყვანეს. „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში იასპარეზა კარის დარაჯმა ანზორ კავაზაშვილმაც, მაგრამ ამ დროისთვის ფეხბურთელს „მშობლიური“ საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდა. საინტერესოა რომ რუსული მას–მედია დღემდე კავაზაშვილს რუს მოთამაშედ მოიხსენიებს. ამ მიზეზის გამო (მეკარემ 1970 წლის მუნდიალზეც იასპარეზა) ქართველებს შორის ნამდვილად ვერ მოვიხსენიებ.

ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე „კურიოზი” შეემთხვა მურთაზ ხურცილავას. მას მცირე ბრინჯაოს მედალს არ აძლევდნენ. მისი კუთვნილი ჯილდო კინაღამ პორკუიანს მიაკუთვნეს, თუმცა პირველობის შემდეგ მედალი მაინც გადასცეს.

ნება მომეცით ბატონი მურთაზის მოგონება შემოგთავაზოთ.

„საბჭოთა კავშირის ნაკრებს მაშინ ნიკოლაი მოროზოვი წვრთნიდა. ძალიან კარგი პიროვნება იყო, სპეციალისტიც ნორმალური გახლდათ.

საბჭოთა ნაკრების თავდასხმაში მაშინ ეს სამეული თამაშობდა – იგორ ჩისლენკო, ანატოლი ბანიშევსკი და ედუარდ მალოფეევი. ნახევარდაცვის ხაზს იოჟეფ საბო და ჟორა სიჭინავა ამაგრებდნენ. სამწუხაროდ, სიჭინავას დარი ფეხბურთელები ახლა აღარ არიან.

ჟორას მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა და ბურთის შენარჩუნებაც არაჩვეულებრივად შეეძლო. იყო ხოლმე, როცა დრო უნდა მოგვეგო, თამაში, ასე ვთქვათ, უკვე გაკეთებული გვქონდა და ანგარიში უნდა შეგვენარჩუნებინა, მეტოქე კი ზეწოლას აძლიერებდა – ასეთ დროს თანაგუნდელები სიჭინავას ვეძებდით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ბურთი როგორმე მისთვის მიგვეწოდებინა, ჟორა კი ბურთს არ დაკარგავდა და გუნდს ამოასუნთქებდა.

ინგლისში პირველი მატჩი ჩრდილოეთ კორეასთან გვქონდა. ჯგუფში მეტოქეებად კიდევ იტალია და ჩილე გვყავდა. კორეელები რიგიანად თამაშობდნენ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იტალიას 1:0 მოუგეს და ჩვენთან ერთად შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. კორეას 3:0 მოვუგეთ, ორი გოლი მალოფეევმა გაიტანა, ერთიც – ბანიშევსკიმ. იაშინი შეუძლოდ იყო და კარში კავაზაშვილი იდგა, მე და სიჭინავაც მოედანზე ვიყავით.

კორეის შემდეგ იყო შეხვედრა იტალიასთან. იმ დროს ინგლისში სუხიშვილებს ჰქონდათ გასტროლები და მთელი დასით მოვიდნენ სტადიონზე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილიც იქ იყვნენ. ისინიც თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოსულიყვნენ სტადიონზე და როგორც კი მოთელვაზე გავიდნენ, ჩვენი გამხნევება დაიწყეს.

ქართველები რომ მგულშემატკივრობდნენ, ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე, ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გამოდგა.

მოროზოვმა სანდრო მაცოლას მეურვეობა დამავალა. ამ იტალიელ თავდამსხმელზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ყველამ კარგად იცის, რა დონის ფორვარდი გახლდათ, ნაკლის დანახვა მის თამაშში შეუძლებელი იყო. მაცოლას ამოკეტვა მოვახერხე, სუხიშვილების ქომაგობითაც უფრო თამამად ვვრძნობდი თავს მოედანზე.

იტალიას პირწმინდად ვაჯობეთ და ისე მოვუგეთ 1:0. ქართველებიდან მხოლოდ მე ვითამაშე. სიჭინავა ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. რაც შეეხება სლავას, მოროზოვმა ისევ არ ათამაშა. მწვრთნელი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე უფრო ჩისლენკოს ანიჭებდა უპირატესობას. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ორივეს ვათამაშებდი. სლავა მეტრეველი გუნდში გყავდეს და არ ათამაშო – ეს უხერხული მომენტი იყო.

ჯგუფში ბოლო თამაში ჩილესთან გვქონდა. ორი მოგებით უკვე გასულები ვიყავით მეოთხედფინალში და მწვრთნელმა ჩილესთან დასვენების საშუალება მომცა, ჩისლენკოს ნაცვლად კი მეტრეველი ათამაშა. სლავას ჩაგდებული მატჩი მე არ მახსოვს და ჩილესთანაც მშვენივრად ითამაშა. სამხრეთამერიკელებს 2:1 მოვუგეთ, ორივე გოლი ვალერი პორკუიანმა გაიტანა.

მეოთხედფინალში უნგრეთი გველოდა. თამაშის წინ მოროზოვმა ალბერტის წინააღმდეგ თამაში დამავალა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, თამაშის დღეს, დილით კი აღმოჩნდა, რომ მუხლი გასიებული მქონდა.

საგონებელში ჩავვარდი, სერიოზულად არ დავშავებულვარ და უცბად ასეთი ამბავი. აღმოჩნდა, რომ მუხლში სითხე მქონდა ჩამდგარი და რა თქმა უნდა, ჩემი უნგრეთთან თამაში გამოირიცხა. ტრავმირებული იყო სიჭინავაც. მოროზოვმა გაბედა და ვალერი ვორონინი ათამაშა, ვისაც მართლაც უნივერსალური თვისებები ჰქონდა. ვორონინმა უნგრეთთან ისე ითამაშა, რომ ყველა დაჩრდილა. 2:1 მოვიგეთ, გოლები ჩისლენკომ და პორკუიანმა გაიტანეს.

ნახევარფინალში გასვლა უკვე ძალიან დიდი მიღწევა იყო. მეტოქე ძალიან სერიოზული გვყავდა – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები. მე და სიჭინავას ისევ გვაწუხებდა ტრავმა და ვერ ვითამაშეთ.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ასეთ ძლიერ მეტოქეს თამაშით არაფერი არ დაუთმო. გერმანელთაგან გოლები ჰელმუტ ჰალერმა და ფრანც ბეკენბაუერმა გაიტანეს და 1:2 წავაგეთ, არადა, იაშინს ორივე ბურთის მოგერიება მართებდა. ბეკენბაუერმა საკმაოდ შორი მანძილიდან გაიტანა, გარე ტერფით მოჭრილი ბურთი დაარტყა.

მესამე ადგილისთვის მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა. მე და სიჭინავა გამოვჯანმრთელდით და მოედანზე ვიყავით. დისკვალიფიცირებული ჩისლენკოს მაგივრად კი სლავამ ითამაშა.

მწვრთნელმა ბოლო მომენტში პორტუგალიელთა ახმახი ფორვარდის, ჟოზე ტორესის ამოკეტვა დამავალა, არადა მანამდე მეუბნებოდა, ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა ითამაშოო და მეც ამისთვის ვემზადებოდი.

პირველი ტაიმი არც თუ დიდი ხნის დაწყებული იყო, ჩვენს საჯარიმოში რომ ჩააწოდეს ბურთი, ავხტი და უნებლიედ ხელზე მომხვდა ის. მე ასეთი ჩვევა მქონდა – როცა მაღალ ბურთზე ვხტებოდი, ხელებს ზევით ვწევდი და როგორც ჩანს, ამის ბრალი იყო ყველაფერი. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა და ეუსებიომაც დააწინაურა პორტუგალია.

საშინლად დავითრგუნე, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ყველაფერ ამას. შესვენებამდე ძლივს მივიტანე თავი. გუნდის კაპიტანმა იაშინმა გვერდზე გამიხმო და ცალკე დამელაპარაკა, მითხრა, ეს ვის არ მოსვლიაო, მოკლედ, ყველანაირად შეეცადა ჩემს გამხნევებას და ეს მართლაც მოახერხა. იაშინის სიტყვები ჩემთვის მწვრთნელის შეგონებებზე უფრო მეტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმშიც თავს უკვე მხნედ ვგრძობდი, რიხიანად შეუტიეთ პორტუგალიას. ეუსებიო უკან ხშირად იხევდა, სულ იმას ცდილობდა, ბურთი მიეღო და თამაშში ჩართული ყოფილიყო, მაგარი იყო, მარჯვენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა.

ანგარიში გავათანაბრეთ – გოლი სლავამ გაიტანა. ზოგიერთ ცნობარში ეს გოლი მალოფეევს მიაწერეს, მაგრამ მასე არ ყოფილა – მეტრეველმა რომ დაარტყა, მალოფეევმა ბურთზე ფეხი გაწია, თუმცა არ შეჰხებია.

საბოლოოდ, პორტუგალიასთან 1:2 წავაგეთ და ბრინჯაოს მედლებს დავჯერდით. რომ არა ის პენალტი, ალბათ დავამარცხებდით მეტოქეს.

ჩემპიონი კი ინგლისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ჩინებული გუნდი ჰყავდა და ბახრამოვმა ერთობ საკამათო გოლი ჩაუთვალა ინგლისს, ჩემპიონობას მაინც უფრო ტურნირის მასპინძლები იმსახურებდნენ. გორდონ ბენქსი, ბობი მური, ბობი ჩარლტონი, ჯეფ ჰერსტი… ეს მათი მოსაგები ჩემპიონატი იყო.

გულდასაწყვეტია, მესხი რომ არ წაიყვანეს ამ მუნდიალზე, ეს მწვრთნელის შეცდომა იყო, მესხი უდაოდ დიდ სარგებლობას მოუტანდა ჩვენ გუნდს“.

მომდევნო პირველობას 1970 წელს მექსიკამ უმასპინძლა. მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართველთაგან  რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია და სლავა მეტრეველი იახლა.

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, კაჩალინის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან მინდორზე საერთოდ არ გამოიყვანა სლავა მეტრეველი. ამ ფეხბურთელის „თამაშგარე” მდგომარეობაში დატოვებას წინ ერთი ისტორია უძღოდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე სსრკ–ის ნაკრები ვარჯიშს ატარებდა. ერთ ეპიზოდში ბურთი ევგენი ლოვჩევმა მიიღო და კარისკენ დაიძრა. კუთხურის ალამთან მისულს ფეხი დაუსხლტა და დავარდა. ამაზე სლავას სიცილი აუტყდა, რაზეც კაჩალინი სასტიკად განრისხდა და მეტრეველიც, საბჭოთა სპორტსმენისათვის შეუფერებელი საქციელისათვის „უმკაცრესად დასაჯა“.

სიტყვას კვლავ ბატონ მურთაზს გადავცემ, რომელიც ურუგვაისთან ჩატარებულ მეოთხედფინალურ შეხვედრას გაიხსენებს.

„სსრკ ნაკრების მწვრთნელებმა ურუგვაის წინააღმდეგ დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს. ესეც გასაგებია, – მატჩი დაიწყო „აცტეკის“ შესანიშნავ სტადიონზე შუადღის 12 საათზე, პაპანაქება სიცხეში.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მე 85 წუთი ვითამაშე – ტრავმამ თავი შემახსენა და გენადი ლოგოფეტი შემოიყვანეს ჩემს ნაცვლად. ძირითადი დრო დასრულდა 0-0. მაზურკევიჩმა რამდენჯერ იხსნა ურუგვაელთა კარი გოლისაგან – ძალიან დინჯი და მაღალი კლასის მეკარე იყო, ფანტასტიკური ნახტომითა და მოედნის შესანიშნავი  ხედვით. მაზურკევიჩი ჯერ კიდევ 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან მახსოვდა. იმ ჩემპიონატზე სსრკ–ს ნაკრებს ურუგვაისთან არ უთამაშია, მაგრამ გვახსოვდა, რომ  მაზურკევიჩი ინგლისში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. მექსიკის ჩემპიონატზე კი ის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. სხვათაშორის, მეოთხედფინალში, იმ დღეს მეხიკოში კიევის „დინამოსა“ და სსრკ–ს ნაკრების ფორვარდმა ანატოლი ბიშოვეცმა გაუტანა ბურთი მაზურკევიჩს, მაგრამ ჰოლანდიელმა მსაჯმა ვან რავენსმა თამაშგარე ჩათვალა.

დამატებითი დროის ბოლოსწინა წუთზე ურუგვაელებმა შეგვიტიეს და ამ მომენტში ბურთი აშკარად გადავიდა მოედნის გარეთა ხაზზე. ყველამ დაინახა ეს მომენტი – აფონინმა, ნაკრების კაპიტანმა შესტერნიოვმა და მეკარე კავაზაშვილმაც, რომლებმაც ფაქტიურად შეწყვიტეს თამაში, რადგან ბურთი მოედნიდან დიდი მანძილით იყო გასული. მაგრამ ჰოლანდიელმა მსაჯმა  არ ჩასტვინა და ურუგვაელებმა გაიტანეს ბურთი. მთელი მსოფლიო პრესა წერდა, რომ ბურთი მოედნის გარეთ იყო გადასული, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ქონდა. ურუგვაი გავიდა ნახევარფინალში, სადაც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან, ბრაზილიასთან დამარცხდა, რომლის რიგებში თამაშობდნენ პელე, ჟაირზინიო, ტოსტაო, რიველინო და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები“.

ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი 1982 წელს გაიმართა და  სსრკ–ის გუნდის შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე და რამაზ შენგელია ირიცხებოდნენ. ეს პირველობა ქართველ ფეხბურთის მოყვარულებში დავით ყიფიანის გამო დღემდე გაორებულ გრძნობას იწვევს. ერთი მხრივ – ბრწყინვალე სპორტული შეჯიბრება, მეორე მხრივ კი – დიდებული მოთამაშის სამშობლოში დატოვების გამო მიღებული დაუვიწყარი წყენა.

საბჭოთა ნაკრების მწვრთნელები კარგა ხანს ბჭობდნენ ჩემპიონატზე იური გავრილოვი და დავით ყიფიანი ერთად წაეყვანათ, თუ რომელიმე მათგანისათვის მიენიჭებინათ უპირატესობა. სანაკრებო სამწვრთნელო შტაბში შემავალი გენადი ლოგოფეტი მოგვიანებით იხსენებდა, რომ მან და მეორე მწვრთნელმა ფედოტოვმა ბესკოვს და ლობანოვსკის ურჩიეს, რომ გავრილოვი–ყიფიანის წყვილი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში გამოეცადათ და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღოთ. მთავარმა მწვრთნელებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და ესპანეთშიც იური გავრილოვი გაემგზავრა. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოსაყოფია ბრაზილიის ნაკრებთან შენგელიას მიერ სრული წესებით დაცვით გატანილი და არჩათვლილი გოლი. შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ქართველების მიერ ნაჩვენები ჩინებული თამაში და ალექსანდრე ჩივაძისა და რამაზ შენგელიას მიერ მეოთხედფინალურ სტადიაზე გაყვანილი საბჭოთა ნაკრები.

ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო პირველობას ალექსანდრე ჩივაძე გაიხსენებს:

„ესპანეთში პირველივე შეხვედრაში ბრაზილიას ვეთამაშეთ. მანამდე შვედებთან ამხანაგურ მატჩში კუნთი დამეჭიმა, სრული დატვირთვით მხოლოდ ბრაზილიასთან თამაშის წინ ვივარჯიშე. კარგად დავიწყეთ, ვიგებდით კიდეც. მერე მსაჯმა რამაზ შენგელიას გოლი არ ჩაუთვალა და პენალტიც არ მოგვცა, სულ ბოლოს კი სოკრატესის და ედერის ზღაპრული გოლები იყო. მოკლედ, წავაგეთ.

შოტლანდიასთან მე და რამაზ შენგელიამ გავიტანეთ გოლები. ხომ გახსოვთ, მეტოქემ პირველი ბურთი ჩემი უხეში შეცდომის შემდეგ შეაგდო. რომ წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მეუღლეს, მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, მივხვდი, რომ მომხდარი მე უნდა გამომესწორებინა. შევედით გასახდელში და კაციშვილი ხმას არ იღებს, ვგრძნობ, რომ როგორც ნაკრების კაპიტანმა რაღაც უნდა ვთქვა და დავიწყე: ბიჭებო, ასე საზიზღრად არასდროს მითამაშია, მაგრამ რადგან წინ მეორე ტაიმია, მენდეთ, ეს ჩემი თამაში იქნება და გეხვეწებით, ამყევით–მეთქი! ხმა არავის ამოუღია, ძალიან აღგზნებული ვიყავი. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იტალიამ მოიპოვა, იმ ტურნირის საუკეთესო გუნდად მაინც ბრაზილია მიმაჩნია. არ დაგიმალავთ, სწორედ მათ ვგულშემატკივრობდი. დიდებული ფეხბურთელი იყო ფალკაო, მგონი, იმ ტურნირზე ის საუკეთესო იყო. ფეხბურთელის ისეთი თამაში, როგორიც ფალკაომ იტალიასთან აჩვენა, იშვიათად მინახავს“.

უკანასკნელი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, ალექსანდრე ჩივაძე აღმოჩნდა. 1986 წელს, მექსიკაში იგი ტრავმირებული იყო და ნაკრების მწვრთნელი ლობანოვსკი მას მეოთხედფინალური მატჩისათვის ამზადებდა. საბჭოელები მერვედფინალში ბელგიელებთან დამარცხდნენ და ჩივაძესაც სამშობლოში უთამაშებლად დაბრუნება მოუწია. ბატონი ალექსანდრე მექსიკის პირველობას დღემდე დიდი გულისტკივილით იგონებს:

„1986 წელს კიდევ ერთხელ გავემგზავრე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იმის გამო, რომ მექსიკაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მივიღე, ჯგუფის სამი შეხვედრა გამიცდა. მერვედფინალში, ბელგიასთან მატჩის წინ ლობანოვსკიმ მიხმო და მითხრა, ამ მატჩში უნდა გეთამაშა, მაგრამ მოდი ტრავმას ნუ გავირთულებთ, ბელგიას უშენოდ მოვუგებთ და მერე შენი იმედი მექნებაო. გახსოვთ როგორ დასრულდა ის თამაში? ბელგიამ 4:3 მოიგო“.

ალექსანდრე ჩივაძესთვის ვინმეს რომ ეთქვა: შენ უკანასკნელი ქართველი ხარ, რომელიც მუნდიალს სათადარიგოთა სკამიდან მაინც ადევნებს თვალსო ალბათ სიცილადაც კი არ ეყოფოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026

ჩაშლილი ქეიფი

გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა-ივანე ჩხეიძე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026
საზოგადოება

უფასოა თუ არა ბაღის ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზებული ბავშვების მკურნალობა

9:28; 19.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო