https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„არ მინდა ფინიში“

12:03; 20.11.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ცნობილ ქართველ მსახიობებს გადავცემთ, რომლებიც მკითხველს საფეხბურთო მოგონებებს გააცნობენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ გუგული მგელაძეს დავუთმობ რომელიც თავის დროზე პოპულარული სურათი „ბურთი და მოედანის“ გადაღების პროცესში „დაფიქსირებულ“ რამდენიმე კურიოზულ შემთხვევას ხშირად იგონებდა.

“ბურთი და მოედანი” დიდი აღმაფრენით და სიცილ– ხარხარით გადავიღეთ. გადასაღებ მოედანზე, იპოლიტეს მუშაობის მნახველი ადამიანი შეუძლებელია გულგრილი დარჩენილიყო მისი გამორჩეული ნიჭიერების მიმართ.

საუკუნის მსახიობია იპოლიტე ხვიჩია და ბედნიერი რეჟისორი ვარ მასთან რომ მომიწია მუშაობა. არადა, რომ იცოდეთ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში როგორი სევდიანი და ფიქრიანი იყო ხოლმე. ჭკვიანი კაცი იყო იპოლიტე, თავისი ფილოსოფია ჰქონდა და იმიტომაც იყო გამორჩეული. “ბურთი და მოედანი” მის გარეშე ასეთი სასაცილო ნამდვილად ვერ იქნებოდა.

30 წუთიანი ფილმი 28 დღეში გადავიღე, სცენარი კი ორ კვირაში დავწერეთ მე და სულიკო ჟღენტმა. დაუვიწყარი დღეები იყო…

ცნობილი კალათბურთელი ანზორ ლეჟავაც მაშინვე დაგვთანხმდა მონაწილეობაზე, სპეციალურად მოვიწვიე, საოცარი სანახავები იყვნენ ერთად ამოდენა ლეჟავა და ერთი ბეწო იპოლიტე.

არადა, იპოლიტე ყოველგვარი სინჯის გარეშე დავიბარე. მაშინ ქუთაისის თეატრში მუშაობდა, კინოში ორიოდე ეპიზოდში გაიელვა, მაგრამ ვიცოდი, მხოლოდ ის შეასრულებდა ამ როლს ისე, როგორც მე მინდოდა.

საერთოდ კი ბევრი ფიქრი და სურვილი ვერ განვახორციელე, სიამოვნებით გადავიღებდი ფილმებს სლავა მეტრეველზე, მურთაზ ხურცილავაზე, დათო ყიფიანზე… ბევრზე…

ფეხბურთის ისეთი ფანატები, როგორიც იპოლიტემ განასახიერა, მართლა მრავლად არსებობდნენ მაშინ.

იპოს ძალიან უყვარდა ფეხბურთი, თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” დიდი გულშემატკივარი იყო.

“ლოკომოტივის” სტადიონზე ბევრი სცენა გადავიღე. მაშინვე დაგვრთეს ნება, რადგან ფეხბურთზე გადაღებული ფილმებით არც მაშინ იყო განებივრებული მაყურებელი და არც დღეს.

მეამაყება ფეხბურთზე პირველი ფილმი მე რომ გადავიღე. გადაღებები დაემთხვა თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” შეხვედრას, ასე, რომ ყველა კადრი ნატურშია გადაღებული.

“არ მინდა ფინიშიო“, რომ გაიძახის იპოლიტე და ნიფხავით გარბის, სიცილით კვდებოდნენ ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები. არადა, ნიფხავი რომ აცვია თავად მოიტანა, ისეთი ტან–ფეხი ჰქონდა, ჩაიცვა თუ არა, ყველას სიცილი აგვიტყდა. მერე გავიგეთ, სარეცხის თოკიდან ჩამოუხსნია სიდედრის ნიფხავი და ის მოიტანა. ერთი კვირა ეძებდა თურმე იპოს საყვარელი სიდედრი დანაკარგს…

ხომ კომედიაა “ბურთი და მოედანი“, მაგრამ ერთი ეპიზოდის მაინც მეშინოდა, სადაც მთავარ გმირს სამი კაცი ასამართლებს. ვიფიქრე, ე.წ. “ტროიკად” არ აღიქვან და ვაი , მერე შენს გუგულის–მეთქი, მაგრამ გადავრჩი, მთავრობამ ბევრი იცინა…

“ბურთი და მოედანი” იტალიისა და ინგლისის კინოფესტივალებზეა დაჯილდოებული, ასევე მიიღო სპორტული ფილმების პირველ ფესტივალზე საუკეთესო კომედიური ფილმის პრიზი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენეს.

ვფიქრობ, რომ ამ ფილმმა დრო და ჟამს ნამდვილად გაუძლო“

ცნობილი ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია და ისე როგორ იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული „ამბავი“ გასახსენებელი არ ჰქონოდა.

„მართლა დღესასწაული იყო სტადიონზე წასვლა. რომ იცოდეთ, როგორ ვემზადებოდით ხოლმე. სტადიონზე მოხვედრა გმირობის ტოლფასი იყო, ღობეზეც ვხტებოდით, კანალიზაციის ჭაში ვიმალებოდით ფეხბურთის დაწყებამდე…

მილიციის “აბლავა” რომ მორჩებოდა და ყველა უბილეთოს გაყრიდნენ, მიყურადებული ვიყავით და ამოვძვრებოდით ხოლმე. ბილეთს თუ იშოვიდი, კაცი იყავი. მოზარდებს კი ვინ რას მოგვცემდა? მერე, რომ მოვიზარდეთ, გვეშველა, აბონემენტი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე გვქონდა აბონემენტი, თითქმის კარის უკან ვისხედით.

ერთხელ, თბილისის “დინამო” მინსკის “დინამოს” ეთამაშებოდა. უჰ, საშინელ დღეში ვართ, 2:1 – ს ვაგებთ, დაგვაწყდა ნერვები.

ალიოშა კოტრიკაძე მარჯვენა გარემარბი იყო. საოცარ რამეებს აკეთებდა მინდორზე, იმდენი ქნა, ბოლო წუთზე მაინც გაიტანა ბურთი.

ჰოდა, არ ვიცი რა დამემართა სიხარულით და არც ის მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მოედანზე. მაშინ შლიაპები იყო მოდაში, მე კი მთელი შემართებით და რასაკვირველია, შლიაპით დავრბივარ მინდორზე, ვეძებ ალიოშას, რომ გადავეხვიო. მაყურებელი ხედავს, ვიღაც შლიაპიანი გიჟი დარბის, მაგრამ იმათ ხომ არ იციან, რატომ დავრბივარ აღმა – დაღმა?

არადა, მამაჩემიც ესწრება თურმე თავისი მეგობრებით, მე კი ჩემი მეგობრებით გახლდით, რასაკვირველია. მაშინვე მიცნო, ყვირის, მეძახის… მესმის, რო?!

იმდენი ვირბინე, სანამ ალიოშა არ ვიპოვნე, იმდენ ფეხბურთელებში, იმოდენა მონდორზე.

მერე კი მილიცილებმა მტაცეს ხელი და მინდვრიდან გამაბრძანეს. უფროსი ყავდათ, გვარიც მახსოვს, გვერდწითელი და იმასთან მიმიყვანეს.

– ის არის, ალიოშას რომ აკოცაო.

– კაცო, აკოცა, ხომ არ გაურტყია, გაუშვით ბავშვიო… იმისთვის ბავშვი ვიყავი, აბა, რა…

რამდენიმე წლის მერე, როცა ალიოშა კოტრიკაძე გავიცანი, გავახსენე ეს ამბავი – მე ვიყავი – მეთქი. სიცილი დაიწყო:

– რა დამავიწყებს შენ სახეს, არ ვიცოდი საცემლად დამდევდი თუ საკოცნელადო“.

ბატონი კახი კავსაძე ფეხბურთის დიდ გულშემატკივრობასთან ერთად ჩინებული მოთამაშეც გახლავთ. მას რუსთაველის თეატრის გუნდში არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია და ხშირად მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია.

„რუსთაველის თეატრის რეპერტუარში მრავალი წელი გვქონდა სპექტაკლი “ხანუმა“. ჩვენს თეატრში დირიჟორი გვყავდა – ლევან ოგანეზოვი. შესანიშნავი მუსიკოსი, კარგი ადამიანი. ერევნის “არარატისა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრები ლამის ისტორიული ფაქტი იყო. შეხვედრებზე ერევნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩამოდიოდა ხოლმე. ბევრს ნათესავიც ჰყავდა თბილისში, სომხები იჩემებდნენ – ჩვენ ვართ მაგრებიო, ჩვენც ტოლს არ ვუდებდით. უჰ, რამდენი ნაძლევი დადებულა თბილისში, უბნებში, სამეგობროში…

მოკლედ, როცა “ხანუმა” ამ ორი გუნდის თამაშს ემთხვეოდა, სპექტაკლის დროს ეროსი მანჯგალაძე საგანგებოდ გავიდოდა ხოლმე სცენის წინა მხარეს. დირიჟორი ხომ ზურგითაა მყურებლისკენ, პირით კი სცენას უყურებს. ეროსის კი როლის მიხედვით ქამარ – ხანჯალი ჰქონდა შემორტყმული.

ჰოდა, რამდენი ბურთიც იყო გასული “არარატის” კარში, იმდენჯერ ამოიღებდა და ჩააგდებდა ხოლმე ხანჯალს ქარქაშში ლოვას დასანახად და აგრძელებდა სპექტაკლის თამაშს. ერთ რამედ ღირდა მათი სახეების დანახვა.

და თუ “არარატი” მოგვიგებდა, ბურთების რაოდენობის მიხედვით ახლა ლოვა ჩაჰკრავდა ოსტატურად დირიჟორის ჯოხს და იყო ერთი პაექრობა.

ერთხელაც ისე მოხდა, რომ ერევნის “არარატი” ბოლო ადგილზე აღმოჩნდა გათამაშების ცხრილში. ეს ჩვენი დირიჟორი დიდი ამბით ჩაჰკირკიტებს გაზეთს.

მე ვუთხარი:

– ლოვას ვენაცვალე, შეაბრუნე და თავში მოხვდება – მეთქი…

არა, მაინც რა განსაკუთრებული ფენომენი იყო მუდამ თბილისის “დინამოსა” და ერევნის “არარატის ” შეხვედრები? ამის ახსნა შეუძლებელია.

ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

იპოლიტე ხვიჩია
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

ნოდარ დუმბაძე და საწევრო გადასახადი

„არასდროს ვყოფილვარ ასეთ არასასიამოვნო ადგილას, სრული კოშმარია!“

ყველა სიახლე

სამართალი

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

19:23; 11.12.2025
პოლიტიკა

ფრიდონ ინჯიას პარტია ოზურგეთის საკრებულოში ფრაქციას ქმნის

19:12; 11.12.2025
პოლიტიკა

2 430 876 ლარის ღირებულების ხიდი ჩოხატაურში, რომლის გახსნაც არ გაშუქდა

19:02; 11.12.2025
საზოგადოება

ვის გადაეცემა საახალწლო ნობათი

18:45; 11.12.2025
საზოგადოება

სკოლების მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა

18:18; 11.12.2025
სამართალი

პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17:35; 11.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 11.12.2025
ფინანსები

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

17:09; 11.12.2025
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

16:55; 11.12.2025
სამართალი

საკადრო ცვლილებები შსს-ში – ვინ სად დაინიშნა

16:29; 11.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას”

16:22; 11.12.2025
საზოგადოება

გადატანის შემდეგ ტოვებს თუ არა “ღორის გრიპი” იმუნიტეტს?

16:12; 11.12.2025
საზოგადოება

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა

16:02; 11.12.2025
საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

15:29; 11.12.2025
საზოგადოება

როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში – პაატა იმნაძის განცხადება

15:19; 11.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო