17 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გალაკტიონის 131 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება _ „მარტოობის ორდენის კავალერი“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობის მეტყველებისა და მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მეტყველების წრის ხელმძღვანელი თამარ ფიფია.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ღონისძიების ორგანიზატორს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ გალაკტიონი ყველა თაობისთვის ძალიან საყვარელი პოეტია. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და წარმატება უსურვა მეტყველებისა და მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებს.
ბავშვებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები, იმღერეს პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები და მსმენელებს გააცნეს გალაკტიონის მოკლე ბიოგრაფია.
ავტორი: მარიამ ცენტერაძე