U 10, 2012- იანებში სამტრედიის ,,სამტრედიამ” დღეს ქუთაისის ,,სერვალს”, დიდი ანგარიშით, 6:1 მოუგო.
ვოვა შელიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში 25 ნოემბერს დაიწყო და პირველივე დღეს “სამტრედიამ”, ასევე დიდი ანგარიშით, 6:3 ვანის ,,სულორი” დაამარცხა.
,,ორივე თამაში, ორივე გუნდთან, გუშინ და დღეს, დიდი უპირატესობით დავიწყეთ, მთელი შეხვედრა ვდომინირებდით, რაც საბოლოო ჯამში შედეგზეც აისახა. მესამე თამაშს ხვალ ქუთაისის ,,მართვესთან” გავმართავთ და თუ მოვიგეთ, ჯგუფიდან გასულები ვართ,”_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან ” საუბრისას ,, სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი