“თაფლობის თვე” _ ამ სათაურით ფოტოს მეანგინეკოლოგი სალომე თურმანიძე ავრცელებს.
ფოტო თერჯოლის კლინიკა “იმერმედის” სამშობიარო ბლოკშია გადაღებული, სადაც სალომე ექიმმა, მეუღლესთან, ბაკურ სალდაძესთან ერთად კიდევ ერთი სიცოცხლე მოავლინა ქვეყანას.
როგორც სალომე ექიმმა გვითხრა, ახალშობილი გოგონა თაია სიხარულიძე ჩოხატაურელია, სოფელ გოგოლესუბნიდან.
ცნობისთვის, მეანგინეკოლოგებს _ სალომე თურმანიძეს და ბაკურ სალდაძეს ქორწილი გასულ შაბათს ჰქონდათ.