REUTERS–ის ინფორმაციით, ესპანეთის დედაქალაქში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ხელში წერილი ეჭირა.
როგორც გამოცემა წერს, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციის თანამშრომელი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
REUTERS – ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ყველა საელჩოს საზღვარგარეთ „სასწრაფოდ“ უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა.
ავტორი