ცოტა ხნის წინ ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯგუფი „The Beatles“–ის წევრმა პოლ მაკარტნიმ გამოცემა The Guardian–ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მისი შემოქმედება მუდმივი ექსპერიმენტებისაგან შედგება.
„ახალი კომპოზიციის შექმნისას ყოველთვის ენთუზიაზმი მამოძრავებს.
მუსიკისგან დღემდე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ამიტომ ჩემს საქმეს რისკად არადროს მივიჩნევ. ახალი კომპოზიციების დაწერა უბრალოდ მართობს.
მთავარი ის არის, რომ არასდროს ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებ.
ზოგი ადამიანი ფიქრობს და რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს, მით უფრო მეტ რისკზე მიდის, როდესაც ჩვეულ სტილს ღალატობს. მე კი ჩემს საქმეს გართობად მივიჩნევ. ვფიქრობ, რომ სიამოვნება უნდა მომანიჭოს იმან, რასაც სცენაზე ან სტუდიაში ვაკეთებ.
ჩვეულ ჩარჩოებს მიღმა გასვლა არ არის ის, რამაც სახელი გამითქვა, მაგრამ მიყვარს ასეთი რამ.
ჩემს სიმღერებს თუ თვალს გაადევნებთ, მიხვდებით, რომ ექსპერიმენტირება მომწონს. მაგრამ არ მომწონს გამოთქმა „ჯონ ლენონზე დიდ“. ჩვენ ერთად გავიზარდეთ ლივერპულში და ვფიქრობ, რომ თანაბრად სერიოზული და ამასთან ექსპერიმენტებისაკენ მიმართული ვიყავით.
ექსპერიმენტებს სიხარული მოაქვს. საინტერესოა აკეთო ის, რაც არ იცი რით დასრულდება. შეიძლება ისეთ ადგილებში მოხვდეთ, სადაც არასდროს ყოფილხართ. ეს საკმაოდ საინტერესო ასპექტია,“ – განაცხადა სერ პოლ მაკარტნიმ.
ავტორი