ცნობილი ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო ნებისმიერ თავის საქმიანობაში დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
აღმოჩნდა რომ მსახიობი ჩინებული კულინარიც ყოფილა.
ცოტა ხნის წინ ლოს–ანჯელესში საჭმლისა და მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ალ პაჩინოც გამოჩნდა. 82 წლის კინომსახიობმა სახალხოდ სტეიკი მოამზადა. იქ მყოფი საზოგადოების მტკიცებით, ალ პაჩინო უბადლო მზარეული ყოფილა.
საინტერესოა რომ ბატონი ალ პაჩინო ფესტივალზე მტვრიან ტანსაცმელსა და ქუსლებმოქცეულ ფეხსაცმელში გახლდათ გამოწყობილი. ამერიკული მას–მედიის მტკიცებით, ვარსკვლავს ასაკი მოეძალა და საკუთარ გარეგნობას და ჩაცმის სტილს ყურადღებას აღარ აქცევს.
ავტორი