უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მეომარი ჯამბულათ ხოფერია დღეს გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
,,25 წლის იყო. ყველაფერი ჰქონდა, ბევრ მის თანატოლზე მეტიც ჰქონდა, და შეეძლო მართლაც უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ არა, ხო? მამა რომ ბოლო ორი ომის მონაწილეა, და იმ მამის ძმის სახელიც რომ გქვია, აფხაზეთის ომში რომ დაიღუპა, და იმ ოჯახში რო იზრდები, რომლისთვისაც ქვეყანა ყველა ფასეულობაზე მეტია, სიცოცხლეზე მეტიც კი, როგორ იქნები სხვანაირი. არც იყო, და იმიტომაც ისე იცხოვრა და ისე იომა თავისი 25, სხვა რომ 125 წელი ვერ შეძლებს. დღეს, დილის 5 საათზე ჩამოასვენეს თბილისის აეროპორტში ჯამბულათ ხოფერია. ბევრი ხალხი იყო, კაცები, ქალები, და ბავშვებიც. ბავშვები, ხო, საათზე მეტი იქ იყვნენ, დილის სუსხში იდგნენ და ელოდნენ. და მადლობა მათ მშობლებს რომ მოინდომეს, და აჩვენეს ბავშვებსაც, თუ რისთვის შეიძლება ადამიანმა იცხოვრო, და იომო. და თუ ამ ქვეყანაში ვინმეს ჯერ კიდევ შეუძლია ასე იცხოვროს, იომოს და მოკვდეს კიდეც ქვეყნისთვის, ესე იგი ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. და თუ ამ ქვეყანაში დიდიც და პატარაც ხედავს, და აფასებს გმირობას, და აფასებს მაგალითს, ესე იგი ჯერ კიდევ ვართ საზოგადოება. მადლობა, გმირებს! დიდება, გმირებს!”-წერს ფეისბუქმომხმარებელი გუჯა ბიძია.
ავტორი