გაგიკვირდებათ და აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინებული მხატვარი ყოფილა.
ინტერნეტ აუქციონზე „eBay“ მისტერ ბარაკის ერთ–ერთი ნახატი 2000 დოლარადაც კი გაიყიდა.
მისი მფლობელი გახდა ამერიკელი კოლექციონერი უეინ ბერზონი. მან განაცხადა, რომ სურათი ნამდვილად იმსახურებს მასზე დახარჯულ თანხას, რადგან შესრულებულია ვიღაცის კი არა, არამედ თავის დროზე მისი ქვეყნის პირველი პირის მიერ.
ბერზონის მტკიცებით, მომავალში ამ ნახატს არანაირი საფასურით არ დათმობს.
საინტერესოა, რომ ეს ნახატი ობამამ შეასრულა საქველმოქმედო ორგანიზაცია „Neurofibromatosis Inc“–ის თხოვნით, სპეციალურად კარიკატურების ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით.
ავტორი