ზამთრის არდადეგების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა პანდემიის და კიდევ სხვადასხვა სეზონური ვირუსების ფონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტბში არსებულ სკოლებში მოსწავლეების დაახლოებით 20 % სასწავლო პროცესს ვერ ესწრება. ამ მხრივ განსაკუთრებით მოსწავლეების არ ყოფნა დღეისთვის დაბის 1-ელ საჯარო სკოლაში შეინიშნებოდა.
“განსაკუთრებით შემცირებულია მოსწავლეთა რაოდენობა 1-ელ საჯარო სკოლაში, თუმცა არა იმ დოზით, რომ შესაძლებელი იყოს სასწავლო პროცესის შეჩერება. ბავშვების გარკვეული რაოდენობა გვაკლდა ამ დილას, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. როგორც ჩანს რთული ვირუსია. რაც შეეხება სოფლის სკოლებს, მსგავსი სიმპტომები უფრო ნაკლებადაა. დაახლოებით, მოსწავლეთა 20% იქნება, ვინც ვირუსების გამო სკოლაში არ დადის. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მალე, დაახლოებით 4-5 დღეში ჯანმრთელდებიან და ეს სურათი იცვლება”,_ გვითხრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ.
ინფორმაციისთვის, ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი