რუსეთში, მოსკოვში სავაჭრო ცენტრ “მეგა ხიმკი”-ში ხანძარია – ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა, მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია.
როგორც РИА Новости წერს, ხანძარს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილი მოლის დაცვის თანამშრომელია.
ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა. ცეხლის ჩაქრობას ართულებს შენობის საპროექტო მახასიათბლები და სახურავის ჩანგრევა.
ავტორი