თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაიღუპა ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.