საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას.
7-8-9 დეკემბერს, კაჭრეთში, სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“ ჩატარდა ყოველწლიური შემაჯამებელი სათემო ფორუმი.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საფრთხის რუკების პრეზენტაცია, დროული შეტყობინების სისტემის გაფართოების შედეგების განხილვა, მდინარეთა აუზების მოწყვლადობის შედეგების პრეზენტაცია და ასევე გეგმის წარდგენა…
ფორუმზე გამოვლინდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და UNDP Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.
საუკეთესო ჟურნალისტური მედიანაშრომისთვის: “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” გამარჯვებული გახდა და დაჯილდოვდა ჟურნალისტი ლევან ურიდია (აჭარის ტელევიზია, საზოგადოებრივი მაუწყებელი).
წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ მარინა ჩიხლაძეს, „ალიონის“ რედაქტორს, ჟურნალისტ ნუგზარ ასათიანს და ტელეკომპანიების “ეგრისის” და „ბორჯომის“ ჟურნალისტებს _ ჯემალ ღამბაშიძეს და ნინო ვარტაპეტიანს.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს და ვუსურვებთ ბევრ გამარჯვებას და ჩვეული აქტივობით მუშაობას, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებელ ბრძოლაში.
ავტორი