“ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა.
ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის ან მახლობელი სოფლის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.
ეს იქნება ჩვენი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად”, დაწერა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში.