ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამხედრო პატივით გმირი ბიძის, ჯამბულათ ხოფერიას გვერდით დაკრძალეს.
საგვარეული სასაფლაოზე ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.
25 წლის ქართველი გმირი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.