საზღვარგარეთ დასვენება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. ევროპის კურორტებზე სახლის ქირაობა ან იჯარით აღება სავსებით რეალური საქმეა.
ევროპაში ყველაზე სასიამოვნო და კომფორტულ დასასვენებლად საფრანგეთის ფირუზისფერი სანაპირო ითვლება. მსოფლიოს ცნობილმა ადამიანებმა ამ სანაპიროებზე უკვე დიდი ხანია უძრავი ქონება იყიდეს.
სიმპათიური საშუალო ზომის ვილა, დაახლოებით 100 კვადრატული 750 ათას ევრომდე ღირს. მაშინ, როცა საუცხოო რეზიდენცია, დაახლოებით 300 კვადრატული 12-15 მილიონი დოლარი ჯდება. მაგრამ გაცილებით იაფია ამ ბინების ქირაობა. მაგალითად, კვირაში – 5 000 ევრო.
მსგავს ფასად ასევე შეგიძლიათ ესპანეთის კოსტა ბლანკაშიც იქირაოთ იგივე ფართი იგივე პირობებით. დღევანდელ დღეს ასეთი შეთავაზებები ძალიან ბევრია.
იგივე ფასად მოხვდებით პორტუგალიის რივიერაზე, ბარსელონაში, მადრიდში, იბიცასა და მალიორკაზე.
რაც შეეხება ბინის შეძენას, 200 კვადრატული მეტრის ფართი კოსტა ბლანკაში 600 ათასი ევრო ჯდება.
ტურისტული სააგენტოების გამოკითხვით, იტალია თითქოს დაუვიწყარი დასვენებისთვისაა შექმნილი. ამჟამად ყველაზე მეტი ბინა სიცილიაში იყიდება. პალერმოს მზიან ქუჩებში ადვილად იპოვით 5 ათას კვადრატულ სახლს, სულ რაღაც 4 მილიონ დოლარად.
მეორე მარგალიტი საბერძნეთია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი. აქ 350 კვადრატული მეტრის ფართის ვილა 1 მილიონ 200 ათასი ევრო ღირს.
კომფორტით გამოირჩევა თურქეთის კურორტებიც: ანთალია, ალანია, ქემერი, ბელექი, ლარა, მარმარისი. კომფორტული, დაახლოებით 3-4 ოთახიანი ვილის შეძენა თურქეთში 200-300 ათასი ევროდ შეიძლება.
ავტორი