თბილისში, სავარაუდოდ ხვალ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
თუმცა, გვაზავამ ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ტემპერატურის მცირედი მომატებისა და თოვლჭყაპის შეწყვეტის მიუხედავად, დედაქალაქში, უახლოესი დღეების განმავლობაში მაინც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
“დღესაც მცირე თოვლჭყაპია. ხვალიდან ველოდებით გამოდარებას და ტემპერატურის მომატებას +11, +12 გრადუსამდე. შაბათ-კვირის ჩათვლით, ისევ უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. 17-19 დეკემბერს კი ჰაერის ტემპერატურა +7, + 9 გრადუსამდე დაიკლებს. იქნება ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმა”,_ გვითხრა გვაზავამ.
ავტორი