ძლიერი თოვა და ტორნადო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როგორც BBC იუწყება, შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
უამინდობამ ავიარეისების გაუქმება გამოიწვია, დაზიანებულია შენობები. გარდა ამისა, დახურულია სკოლები. მაღალი თოვლის გამო აკრძალულია გზაზე მოძრაობა.
Reuters-ის ინფორმაციით, სინოპტიკოსებმა გააფრთხილეს, რომ ტემპერატურა ჩრდილოეთ დაკოტაში შეიძლება დაეცეს – 29 ცელსიუს გრადუსამდე, ეს არის დონე, რომელიც იწვევს მოყინვას ღია კანზე 30 წუთში.