რუსეთში, ნოვოსიბირსკის მახლობლად, ტოლმაჩევოს აეროპორტში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12-ს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია aero-sity.ru ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლი ტოლმაჩევოს აეროპორტის პლატფორმაზე ცეცხლი გაუჩნდა ოთხძრავიან An-12BK თვითმფრინავს. ხანძარი ადგილზე ძრავების ჩართვის შემდეგ გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის მარჯვენა ფრთაზე გავრცელდა.
“Aero-City” ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა. გამოცემის ცნობით, რეგიონში Ан-12-ის მართვის ტრენინგები და სწავლება მიმდინარეობს.
თვითმფრინავი ეკუთვნის Irkut Corporation-ს.
Aero-City ცნობით, საჰაერო ჰაბი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ – სატრანსპორტო მოძრაობა დროებით დაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ქალაქ ობთან ორი დიდი ხანძარი გაჩნდა. სოფელ კრასნოგლინში ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა, სოფელ ტოლმაჩევოში კი ბოსტნეულით დატვირთული სატვირთო მანქანა.
ავტორი