რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში მდებარე სამედიცინო ცენტრი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 ადამიანია გარდაცვლილი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.
გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფების მედიცინის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი იმ ადგილას მოხვდა, სადაც სამედიცინო დახმარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია განთავსებული.
დაღუპულები არიან 32 წლის მედპერსონალი და 70 წლის მამაკაცი, რომლებიც, სავარაუდოდ, დასახმარებლად მივიდნენ. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი _ 44 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი.
ავტორი