უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის უძრავი, მოძრავი ქონებისა და ფულის კონფისკაცია მოახდინა.
უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება, თანხები კონფისკაცია მოახდინა და სახელმწიფო ხაზინას გადასცა
ანტიკორუფციული სასამართლოს ცნობით, ყოფილ პრეზიდენტს ჩამოერთვა:
მეჟიჰირიაში ცნობილი სახლი “ხონკა”, სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსი სუხოლუჩიეში;
ბინა ობოლონსკაიას სანაპიროზე; პარკირების ადგილები;
31 მილიონი გრივნა და 84,9 ათასი დოლარი საბანკო ანგარიშებზე; OOO Tantalit-ისა და Dom Lesnik-ის საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილი;
კულტურის 537 ძვირფასეულობა,18,7 მილიონ ევროდ შეფასებული (წიგნები, ხატები, ნახატები, ანტიკვარული ავეჯი, საათები, ვაზები, საბერები, თოფები და მე-19 საუკუნის ქვემეხიც კი).
ვიქტორ იანუკოვიჩზე კიევის სასამართლოს დაკავების ბრძანება აქვს გაცემული.
ცნობისთვის, პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წლის “ევრომაიდნის” გამოსვლების შემდეგ გაიქცა. ის როგორც ცნობილია, ის რუსეთში ცხოვრობს.
ავტორი