მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს ელოდება, მკურნალობას კვლავ კლინიკა “ვივამედში” განაგრძობს. ის ცოტახნის წინ გიული ალასანიამ მოინახულა.
ყოფილი პრეზიდენტის დედა კვლავ საუბრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, რაც სხვადასხვა სიმპტომებით, მათ შორის სისუსტით და ტემპერატურით არის გამოხატული. ამასთან აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ბოლოს გავრცელებულმა კადრებმა ემოციურად მძიმედ იმოქმედა.
“ფაქტობრივად მიმდინარეობს მკვლელობა ადამიანის – არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება როგორიც არ უნდა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტობრივად მიდის ტრანსლაცია ამის. ეს ადამიანი იყო არამარტო პრეზიდენტი, ის იყო მთავარსარდალი, ის იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა მიიღო თავის თავზე აგრესია რუსეთის. ერთმა ადამიანმა ის მოახერხა, რომ ნახევარი დასავლეთი აქ ჩამოიყვანა, აქ დააყენა. ეს არის სიკვდილმისჯილი ადამიანი,” – ამბობს ალასანია.
წყარო: რუსთავი2