უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დელეგაცია, რომელიც დღეს აშშ–ში ჩავა, აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს მაღალი სიზუსტის დიდი რადიუსის მქონე არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტების (ATACMS) გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ POLITICO–ს საქმესთან ახლოს მყოფმა წყარომ ანონიმურად განუცხადა
როგორც გამოცემა წერს, წყაროს ამბობს, რომ ATACMS-ების გარდა, უკრაინული დელეგაცია Grey Eagle-ისა და Reaper-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებსაც მოითხოვს.
POLITICO აღნიშნავს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები თანხმობისთვის მზად არ არიან. აქამდე ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ATACMS-ების გაგზავნაზე უარს ამბობდა. ოფიციალური პირების თქმით, ამის გაკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამას გარდა, ფიქრობენ, რომ დიდი რადიუსის მქონე რაკეტების კიევისთვის გადაცემა რუსეთს უკრაინაში კიდევ უფრო მეტად ლეტალური იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს.
ცნობისთვის, ATACMS-ის რადიუსი დაახლოებით 320 კმ.-ს აღწევს.
ავტორი